LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში ძაღლების რესტორანი გაიხსნა

127
thumb_1024x663_hungry-dog-11zon

რომში იტალიაში პირველი ძაღლების რესტორანი გაიხსნა. სიახლის შესახებ the Mayor-ი წერს.

დაწესებულებას სახელად Fiuto ჰქვია და მისი მენიუ ოთხფეხა სტუმრებს სასუსნავების ფართო არჩევანს, მთავარ კერძს, დესერტსა და სასმელს სთავაზობს. მენიუშია ქათმის ნაგეთსი და კარტოფილის პიურე, ღორის ხორცი ბოსტნეულით, კვერცხი მუხუდოს სოუსით. კერძების ფასი 10-დან 22 ევრომდე მერყეობს.

შეკვეთას მოათავსებენ ჯამში, რომელიც სტუმარს ყველაზე უკეთ შეეფერება. ასეთივე მეთოდს გამოიყენებენ ძაღლების განთავსების დროსაც: პატარა და დიდ ძაღლებს რესტორანში სხვადასხვა ადგილს მიუჩენენ, რათა კონფლიქტური სიტუაციები აირიდონ თავიდან.

გარდა ამისა, იმისათვის, რომ ცუგებმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ და მოდუნდნენ, რესტორანში სასიამოვნო მუსიკასაც დაუკრავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები