LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში დააჯარიმეს ქალი, რომელიც ერთ დღეში მაღაზიაში 11 ჯერ შევიდა

326
Capture

იტალიაში, ქალაქ გრადოში, სადაც კარანტინის მკაცრი რეჟიმი მოქმედებს, ქალი მაღაზიში 11-ჯერ შესვლის გამო დააჯარიმეს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა ilgiornale.it წერს.

დაჯარიმებამდე ქალი პოლიციამ ორჯერ გააფრთხილა შინ დარჩენილიყო, თუმცა მას შემდეგ, როდესაც მან მაღაზიაში მეთერთმეტედ შესვლა გადაწყვიტა, ჯარიმის სახით 280 ევრო გამოუწერეს.

უახლოესი მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად, ბოლო 24 საათში 604 ადამიანი გარდაიცვალა, მთლიანობაში კი გარდაცვლილთა რიცხვი 17 127-მდე გაიზარდა.

იტალიაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 24 392 ადამიანს შეადგენს.

 

ასევე იხილეთ:

ბოლო 24 საათში, იტალიაში კორონავირუსისგან უფრო მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ვიდრე დაინფიცირდა

ნიუ იორკში უკვე იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტის დროს – „ასოშიეტედ პრესი“ კორონავირუსის სტატისტიკაზე