იანვრიდან იტალიაში საგზაო მოძრაობის ახალი კანონები ამოქმედდა. მაგალითად, ორჯერ გაიზარდა ჯარიმა იმ პირებისთვის, ვინც ნაგავს ავტომობილის ფანჯრიდან გადაყრის. ამიერიდან ასეთი კანონდარღვევისთვის მძღოლსა თუ მგზავრებს 216-დან 866 ევრომდე გადახდა მოუწევთ. ჯარიმის თანხა იმ ადგილზე იქნება დამოკიდებული, სადაც ნაგავი დაიყარა.
ავტომობილიდან გადაგდებული სიგარეტის ნამწვი 56-დან 204 ევრომდე შეფასდა.
ახალი კანონით დამტკიცდა ასევე ე.წ. „ვარდისფერი“ პარკინგიც. ამ ადგილით სარგებლობას შეძლებენ მხოლოდ ორსული ქალები ან მშობლები ვისაც 2 წლამდე პატარები ჰყავთ. ხოლო ისინი, ვინც „ვარდისფერ“ პარკინგს უნებართვოდ დაიკავებს – 80-დან 660 ევრომდე დაჯარიმდებიან. საბოლოო თანხა ავტომობილის მოდელსა და ზომაზე იქნება დამოკიდებული.