კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ იტალიაში ასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეები კონკრეტულად კოვიდ სერტიფიკატების შემოღებას ეწინააღმდეგებიან.
იტალიაში 6 აგვისტოდან ბარ-რესტორნებში, კინოთეატრებში, სავარჯიშო დარბაზებსა და მასშტაბურ ღონისძიებებზე დასაშვებად COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულო გახდება.
მოსახლეობის ნაწილი იტალიის ქალაქებში აქციებს დღესაც აანონსებს.