იტალიაში „კოვიდ-19“-ით 30 სასულიერო პირი დაიღუპა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მათგან სამი მღვდელი 70 წელზე მეტი ასაკის იყო. მათი უმრავლესობა 80 წელს გადაცილებული იყო. კორონავირუსისგან მოკვდა უმცროსი მღვდელი, ფრ. პარმას ეპარქიის ანდრეა ავანზინი 54 წლის იყო.
ახალი კორონავირუსით იტალიაში ბოლო 24 საათში თითქმის 800 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით 4 825 აადმიანია გარდაცვლილი. დაინფიცირებულია 53 578 პირი.