LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში 21 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

untitled-design

იტალიაში იარაღის უკანონო ტარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 21 წლის მამაკაცი კარაბინერებმა ნეაპოლში აიყვანეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ რამდენიმე პირთან ერთად, ავტობუსის გაჩერებაზე მიიქცია პოლიციის ყურადღება. სამართალდამცველების მიახლოებისთანავე მამაკაცმა გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციელებმა მისი დაკავება შეძლეს. ჩხრეკისას მას ბელგიაში წარმოებული 5.7 კალიბრიანი პისტოლეტი და 25 ვაზნა აღმოაჩნდა.

დაკავებული ამჟამად ციხეშია გადაყვანილი. მას ბრალად იარაღის უკანონო ტარება და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები