LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიას არმანი ჩააცმევს: დიზაინერი ამაყია (ფოტო)

115
rue4e0e9c0f96

იტალიის ნაკრებმა Armani ჩაიცვა. ჯორჯო „სკუადრა აძურას“ ჯერ კიდევ 1994 წლის მუნდიალზე აცმევდა.

იტალიის ნაკრებმა „არმანის“ მოდის სახლთან 4-წლიანი კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა.

2012 და 2016 წლების ოლიმპიურ თამაშებზე ეროვნული გუნდის ფორმაზე მუშაობის შემდეგ დიზაინერმა იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებას მოაწერა ხელი. კონტრაქტში წერია, რომ ბრენდი ტანსაცმელს მიაწვდის მთავარ, ასევე ქალთა და ახალგაზრდულ ნაკრებებს.

აქამდე იტალიის ნაკრებს Dolce and Gabbana აცმევდა.

ჯორჯომ შეიმუშავა პიჯაკი, პერანგი და პალტო. მარტივი და მოსახერხებელი.

ნაკრებმა უკვე გადაიღო ფოტო ახალ კოსტუმებში.


ლუქს ემატება ფეხსაცმელი, ჩანთები, ზურგჩანთები და მზის სათვალეები.

„ამ შეთანხმებამ გამაბედნიერა. მე ფეხბურთში ვბრუნდები „ჩელსისთან“ და „ბაიერნთან“ მუშაობის შემდეგ. ახლა ტანსაცმელს იტალიის ნაკრებისთვის შევქმნი, რომელსაც 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე ვაცმევდი. მე ამაყი ვარ“, – ასეთია ჯორჯო არმანის კომენტარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები