იტალია ყველის დღესასწაულისთვის ემზადება. 15 და 16 სექტემბერს ლომბარდიაში მდებარე პატარა ქალაქი გორგონძოლა ყველის სამყაროდ გადაიქცევა.
გორგონძოლა – ანუ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ყველი, რომელიც მძაფრი გემოთი გამოირჩევა, სწორედ ამ ადგილის სახელს ატარებს.სხვა დროს არაფრით გამორჩეული სოფელი წელიწადში ერთხელ სახეს იცვლის და ათასობით ვიზიტორსაც მასპინძლობს.
წელს დღესასწაულის პროგრამა საკმაოდ დატვირთული იქნება, საუკეთესო შეფ-მზარეულები რიზოტოს მოამზადებენ და სტუმრებს ყველთან ერთად შესთავაზებენ. გარდა ამისა, მსურველებს სხვადასხვა გამოფენების, სემინარების, კონცერტებისა და შოუების ნახვის საშუალებაც ექნებათ.