იტალიური ქალაქი ველოსიპედისტებს ფულს გადაუხდის. ქალაქ ბარის მერიამ გადაწყვიტა, რომ ველოსიპედთა რაოდენობა გაზარდოს და წლის ბოლომდე მინიმუმ გააორმაგოს. ხოლო, იმისათვის რომ მოსახლეობას ავტომობილიდან ეკოლოგიურ ტრანსპორტზე გადასვლის მეტი სტიმული ქონდეს, მთავრობა მზადაა ფული გადაიხადოს.
პროგრამა გაზაფხულიდან ამოქმედდება, ველოსიპედებზე სპეციალურ მრიცხველებს დაამონტაჟებენ, რომელიც გავლილ მანძილს აღრიცხავს. ყოველი თვის ბოლოს კი თითოეული კილომეტრი 20 ევროცენტში გადაიცვლება.
ბუნებრივია, ის ვინც უფრო მეტ მანძილს გაივლის, მეტ თანხასაც დააგროვებს. ეტაპობრივად ინფრასტრუქტურაც განვითრდება და ველოტრასების რაოდენობაც გაიზრდება. გარდა ამისა, ბარის მაცხოვრებლები სპეციალურ სუბსიდიებსაც მიიღებენ, რათა სასურველი მოდელის ველოსიპედი შეიძინონ.