LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალია ქუჩის საკვების ფესტივალისთვის ემზადება

86

იტალია ქუჩის საკვების ფესტივალისთვის ემზადება. ე.წ. „სთრით-ფუდ ფესტი“ საკურორტო ქალაქ რიმინში – 23 და 24 ივნისს გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორებმა საკმაოდ უჩვეულო ფორმატი – გასტრონომიული ცირკი მოიფიქრეს. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ფელინის მოედანზე დიდ სცენასა და კარვებს მოაწყობენ და ყველაზე საინტერესო მოვლენებიც სწორედ იქ განვითარდება. ფესტივალის მენიუ მასიმო ბოტურას, ცნობილი შეფ-მზარეულისა და მიშლენის 3 ვარსკვლავის მფლობელის მიერაა შექმნილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გურმანები ნამდვილ სამოთხეში მოხვდებიან, ამიტომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები