LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალია ისევ გადაიდო, ესპანეთი ყოველდღე იქნება: ტოპ ლიგები გეგმებს ალაგებენ

65
skysports-coronavirus-juventus-4945177

იტალიის პრემიერ მინისტრმა 14 ივნისამდე სპორტი აკრძალა. სერია ა-ს რესტარტი გადაიდო.

ჯუზეპე კონტემ სპორტულ ღონისძიებებზე აკრძალვა გაახანგრძლივა და ამით 13 ივნისს დაგეგმილი იტალიის ჩემპიონატი განახლება ჩაშალა.

როგორც SportMediaset წერს, განახლებისთვის ლიგას სპეციალური ნებართვა დასჭირდება.

სერია ა-ში 12 ტურია ჩასატარებელი. ლიდერი “იუვენტუსია”, რომელიც “ლაციოს” მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.

 

ამასობაში განახლებული ესპანეთის ჩემპიონატი ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდება.

ფეხბურთის ფედერაციამ და ლა ლიგამ დარჩენილი მატჩების ჩატარების დეტალებზე მოილაპარაკეს.

As-ის ინფორმაციით, ყველა გუნდი კვირაში ორ მატჩზე მეტს არ ითამაშებს, რადგან მიღებულია გადაწყვეტილება გუნდებს 72 საათი მისცენ ჩატარებული თამაშის შემდეგ ძალების აღსადგენად. ამრიგად, ესპანეთის პირველობა შესაძლებელია 29 ივლისს დასრულდეს.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლა ლიგა 12 ივნისს აპირებს სეზონის განახლებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები