თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი Twitter-ზე ავრცელებს.
„მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ერდოღანთან და შვედეთის პრემიერთან ერთად ვმასპინძლობდი, პრეზიდენტი ერდოღანი შვედეთის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის დიდი ეროვნული ასამბლეისთვის გადაგზავნას და რატიფიკაციის უზრუნველყოფას დათანხმდა.
ესაა ისტორიული ნაბიჯი, რომელიც NATO-ს ყველა მოკავშირეს უფრო ძლიერსა და უსაფრთხოს ხდის”, – წერს სტოლტენბერგი.
Glad to announce that after the meeting I hosted with @RTErdogan & @SwedishPM, President Erdogan has agreed to forward #Sweden's accession protocol to the Grand National Assembly ASAP & ensure ratification. This is an historic step which makes all #NATO Allies stronger & safer. pic.twitter.com/D7OeR5Vgba
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) July 10, 2023