LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისტორიული დღეა, მე, ვიცე-პოლკოვნიკს, ჩემი ქვეყანა ბრალს მიყენებს იმის გამო, რომ ვამხილე რუსეთის ჯაშუში, რომელიც პატრიარქის გადაგდებას ცდილობდა“ – რა თქვა გოგაშვილმა სასამართლო პროცესზე

1105
სოსო გოგაშვილი

„დღეს ისტორიული დღეა, მე, ვიცე-პოლკოვნიკს, ჩემი ქვეყანა მიყენებს ბრალს იმის გამო, რომ ვამხილე რუსეთის ჯაშუში, რომელიც პატრიარქის გადაგდებას ცდილობდა.. იდიოტის ნაცვლად ვიხმარ სიტყვა „იმნაირს“. ეს იმნაირი ხალხი იმნაირად დაგეგმილი სპეცოპერაციით ამას ახორციელებენ ჩემზე, სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკის მიმართ, რომელმაც ამ ქვეყანაში ტერორისტებს მუსრი გაავლო – ეს არასწორი მოქმედებაა, ეს ჩემი შეურაცხყოფაა, ეს ქვეყნის შეურაცხყოფაა“, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილე სოსო გოგაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაკავებისას მის მიმართ არასათანადო და არაადამიანური მოპყრობა განხორციელდა.

გოგაშვილის შვილი: გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს სახლებსა და ავტომანქანებში დამონტაჟებულია ჩამწერი აპარატურა.. შესაძლებელია განხორციელდეს ჩვენი ლიკვიდაციაც

„დღეს ისტორიული ფაქტის მოწმეები ვართ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკს პასუხისგებაში აძლევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ბრალდებას უყუნებს პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების, ოღონდ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტების ჩივილის შედეგად. ამაში უნდათ ჩართონ სასამართლო და დისკრედიტაცია მოახდინონ სასამართლოსიც.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მამაჩემი იყოს კარგად და ისევ გააგრძელოს ამ ბინძური სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა” – ნინი გოგაშვილი

დღეს ისტორიული დღეა, მე, ვიცე-პოლკოვნიკს, ჩემი ქვეყანა მიყენებს ბრალს იმის გამო, რომ ვამხილე რუსეთის ჯაშუში, რომელიც პატრიარქის გადაგდებას ცდილობდა. მე ამის უფლება კი არა, ვალდებულება მაქვს კონსტიტუციურად განსაზღვრული, რომ ეს გავაკეთო.

ჩემს მიმართ იყო არაადამიანური, არასათანადო მოპყრობა. ჩემი ოჯახის წევრების წამება, არასრულწლოვანი ბავშვების უდიდესი სტრესის ქვეშ ყოფნა. ოთხი საათი სასწრაფო არ გამოიძახეს. მომექცნენ როგორც უკანასკნელ ტერორისტს, ადვოკატთანაც არ დამარეკინეს, ყველა ტელეფონი ჩამოგვართვეს.

ბოლო შეურაცხყოფა, რაც ვიგრძენი, იყო აქ რომ მომიყვანეს ჩემმა ყოფილმა თანამშრომლებმა. კრიმინალებთან ერთად სადღაც სოროში ვიყავი, სადაც არც ჰაერი იყო, კედლებზე ეწერა რაღაც უბედურებები. ასე არ უნდა ხდებოდეს, სახელმწიფო მოხელეებს ასე არ უნდა ექცეოდნენ.“– განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

ცნობისთვის, ამ წუთებში სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – დაცვის მხარე 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები