LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისტორიულ ზონაში არასწორად იყო პროექტი განხორციელებული“ – ბარათაშვილის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობა შეჩერებულია

95
ipiccy-image

ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმროს მშენებლობა შეჩერებულია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა განაცხადა და განმარტა, რომ ოპოზიციონერთა ნაწილი ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

„ისტორიულ ზონაში არასწორად იყო პროექტი განხორციელებული. მშენებლობის ნებართვა 2009 წელს გაიცა, თუმცა, ჩვენ ამაზე თანხმობა არ მივეცით და დავიწყეთ მეპატრონეებთან კომუნიკაცია. მივიღეთ შესაბამისი პროექტი, რომელიც ჯდებოდა არსებულ ურბანულ განვითარებაში, თუმცა, მშენებლობის დროს აღმოჩნდა, რომ ისინი ფაქტობრივად, იგივე პროექტს ახორციელებდნენ. რეაგირება მაშინვე მოვახდინეთ. უკანონობას ყოველთვის მოჰყვება კანონიერი რეაგირება, რათა კანონის ფარგლებში იყოს ყველაფერი მოქცეული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ობიექტის მესაკუთრესთან კიდევ ერთხელ ჰქონდათ კომუნიკაცია და არქიტექტურის სამსახურში უკვე ახალი პროექტი აიტვირთა.

„ახალი პროექტი ჯერ განხილვის ეტაპზეა, მაგრამ კონცეპტუალური კონსენსუსი მიღწეულია. ზოგადად, როცა ჩვენ ასეთ ფაქტებს ვაწყდებით, ისეთ გადაწყვეტილებას არასდროს ვიღებთ, რაც ქალაქისთვის, საზოგადოებისთვის და ბიზნესსექტორისთვის დამაზიანებელი იქნება. ყოველთვის ვცდილობთ, მოხდეს საკითხების შეჯერება და გადაწყვეტილება მივიღოთ ისეთი, როგორიც ურბანული განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები