LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიაში ყველაზე უხუცეს ძაღლს 31 წელი შეუსრულდა

117
Worlds-oldest-dog-turns-31-in-Portugal

პორტუგალიაში მცხოვრებ ძაღლს, სახელად ბობის, რომელიც თავისი ასაკის გამო გინესის წიგნის რეკორდსმენია, წელს 31 წელი შეუსრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Upi ავრცელებს.

ძაღლის მეპატრონე, 38 წლის ლეონელ კოსტა აპირებს, რომ ცხოველის იუბილეს აღსანიშნავად დიდი წვეულება მოაწყოს. დღესასწაულს 100-ზე მეტი სტუმარი ეყოლება და მათ შორის იქნებიან ბობის გულშემატკივრები სხვადასხვა ქვეყნიდან.

კოსტას თქმით, მას უკვე ჰყავდა რამდენიმე ძაღლი რომელმაც დიდ ხანს იცოცხლა, თუმცა ბობი თავის საგვარეულოში ერთადერთია.

ბობიმ მთელი ცხოვრება პატარა სოფელში გაატარა. ის არასდროს დაუბამთ, ამიტომ ხშირად სეირნობდა მეზობელ ფერმებში და სხვა ცხოველებთანაც კონტაქტობდა. ასაკის მატებასთან ერთად ცხოველი ნაკლებად აქტიური გახდა და თითქმის მთელ დროს სახლის უკანა ეზოში ატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები