9-11 მაისს თბილისი რიგით 26-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. ორგანიზატორები ჯაზის მოყვარულებს ტრადიციულად სხვადასხვა ღონისძიებებს შესთავაზებენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თიბისი ბანკის” პრესსამსახური ავრცელებს.
ტექსტში ნათქვამია, რომ წლევანდელი ფესტივალის სტუმრები, როგორც ყოველთვის მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან.
„9 მაისი
• 20.00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ – ლუკა თოფურია და მისი ბენდი
• 21.00 სთარ სთეიჯი- ჯაზზ თეიქს სუპერგრუპ (JAZZ/TAKES SUPERGROUP ft.: Bill Evans, Niels Lan Doky, Felix Pastorius & Harvey Mason)
10 მაისი
• 20.00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ – მარტინ კრატოჩვილი და ჯაზ ქიუ (Martin Kratochvil & Jazz Q) ჩეხეთი
• 21.00 სთარ სთეიჯი – გენიოსად წოდებული იტალიელი პიანისტი სტეფანო ბოლანი, ვარიაციები როკ ოპერა „სუპერ სტარზე“ (STEFANO BOLLANI Piano variations on the Rock Opera “Jesus Christ Superstar”)
11 მაისი
• 20.00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ – იტალიური ბენდი მოტელ კაიჯუ (Motel Kaiju)
• 21.00 სთარ სთეიჯი- ლეგენდარული სტენლი კლარკი (STANLEY CLARKE N’4Ever)
წლევანდელ ჯაზფესტივალს კვლავ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ მასპინძლობს.
ფესტივალის განმავლობაში, სასტუმროს ფოიეში ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა აქტივობები:
ირაკლი ჩიქოვანის პერსონალური გამოფენა „ჯაზის საათი“
კომპანია „აუდიო ლაბის“ ვინილების გამოფენა/გაყიდვა
კახა თოლორდავას ფილმის „პირველ პირში – ერთი ფესტივალის ამბავი“ (ფილმი მეორე) პრემიერა
ჯაზფესტივალის სტუმრებისთვის კარი 19:00 საათზე გაიღება.
o ფესტივალს ტრადიციულად წარმოადგენს თიბისი კონცეპტი
o მხარდამჭერები – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, იტალიისა და ჩეხეთის საელჩო, ჩეხეთის კულტურის ცენტრი
o სპონსორი – ვიზა
o საინფორმაციო მხარდაჭერა: იმედი TV, რადიო ფორტუნა, ონლაინ ჟურნალი „მარკეტერი“, ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთი“, სარეკლამო სააგენტო „ალმა“
o ტექნიკური მხარდაჭერა: „ბეხშტაინი“, „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი“.
ბილეთები გაიყიდება www.tkt.ge-ზე. თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებზე 10%-იანი ფასდაკლება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.