თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით კახეთი „ჯაზისა და ღვინის ფესტივალს“ მეშვიდედ მასპინძლობს. წლევანდელი ფესტივალის სტუმარი ქვეყანაა იტალია.
14 ოქტომბერს წინანდლის მამულში „ჯაზისა და ღვინის ფესტივალი“ სტუმრებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ჰპირდება:
- 13:00|ფესტივალი ტრადიციულად ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება. ჯაზის მოყვარულები და არა მარტო, ქართულ ღვინოსთან ერთად სტუმარი ქვეყნის ღვინოსაც დააგემოვნებენ. წლევანდელ ფესტივალში 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს.
- 14:00 -17:00 | ამფითეატრის სცენა დაეთმობა სალთ პინათს შოუს, სპეციალური სტუმრით სარა ჯეინ გიოტი https://youtu.be/rvlX1T6lQ5A.
- 14:00 -17:00 | ფესტივალის სტუმრებს იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო, მუსიკის ფონზე, ტრადიციული იტალიური კერძებით გაუმასპინძლდება.
- 15:00 | ამფითეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე დუეტი სკეჩბუქ დუო წარდგება მუსიკალური კომპოზიციებით.
- 19:00|სადღესასწაულო განწყობა ბოლრუმში თანამედროვე ჯაზის ვარსკვლავის თეო ქროკერისა და მისი კვარტეტის კონცერტით გაგრძელდება https://youtu.be/lYLBTT5wL5o,
- 21:00 | ამფითეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე ცნობილი ესიდ-ჯაზ ჯგუფი მო’ჰორაიზონსი წარდგება https://youtu.be/uQagyRGUYYE
ფესტივალის ტრადიციული წარმდგენია თიბისი კონცეპტი, ოფიციალური სპონსორია ვიზა.
მხარდამჭერი: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და იტალიის საელჩო.
მასპინძელი სასტუმროები: რედისონ ქოლექშენი და პარკ ჰოტელ წინანდალი.
ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: TV იმედი, ჟურნალი Homeland of Wine, რადიო ფორტუნა, Marketer.ge.
ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე: www.tkt.ge
თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას გადახდილი თანხის 20% შეგიძლიათ დაიბრუნოთ. თიბისის Visa ბარათებზე ვრცელდება 15%-იანი ქეშბექი. შეთავაზება არ ვრცელდება თიბისი ერთგულის ბარათებზე.