ისთ ფოინთში ახალი წლის დადგომას 1 დეკემბრიდან უკვე იგრძნობთ. 19 საათიდან სავაჭრო ცენტრში, საახალწლო ღონისძიებები იგეგმება.
საზეიმო ვითხარებაში აინთება ნაძვის ხეც. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოება ახალი წლის დადგომას პირველი იგრძნობს.
“კეთილი ელფების საახალწლო წარმოდგენა; ცოცხალი მუსიკა; პირდაპირი ჩართვა ლაპლანდიიდან და მთელი ქალაქის ულამაზესი განათება თქვენს განწყობას კიდევ უფრო ჯადოსნურს გახდის”, – გვპირდებიან სავაჭრო ცენტრის წარმომადგენლები.