ისრაელში შექმნილი მძიმე ვითარების მიუხედავად, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways თელ-ავივისკენ ფრენას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად Georgian Airways ავრცელებს.
”ისრაელში შექმნილი მძიმე ვითარების მიუხედავად, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” აგრძელებს ავიარეისებს, თბილისი-თელ ავივი-თბილისის მიმართულებით. კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად თანამშრომლობს საქართველოს საელჩოსთან ისრაელში და ბენ-გურიონის აეროპორტთან, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვა და მგზავრთა ტრანსპორტირება ყოველგვარი საშიშროების გარეშე. „ჯორჯიან ეარვეისი” გისურვებთ ჯანმრთელობას. ავიარეისების განრიგთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვმართოთ ცხელი ხაზისა და სოციალური მედიის საშუალებით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც Georgian Airways ავრცელებს.