LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 ისრაელში, საფრანგეთსა და გერმანიაში „ქსოვრელების” გასტროლი იგეგმება

303
ksovrelebii

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემის „ღვინო, დუდუკი, ქალები” სტუმარი ელდარ შოშიტაშვილის, ვანო ტატიაშვილის,  ზაურ წერეთელის,  რობიზონ გიგაურის და არჩილ ალავერდაშვილის შემადგენლობით  ანსამბლი „ქსოვრელები” იყო. გადაცემის ფარგლებში მსმენელმა არა ერთი ცოცხალი შესრულება მოისმინა, ეთერის მიწურულს კი „ქსოვრელების” ახალი სიმღერის ”შავთვალება” პრემიერა გაიმართა, რომელიც ქალბატონებს ეძღვნება. ახალი ნამუშევრის ტექსტის და მუსიკის ავტორი ირინა ტოჩილაშვილია, არანჟირება კი ზაზა გოჩიტაშვილს ეკუთვნის.

ინტერვიუში „ქსოვრელებმა” საკმაოდ დიდი ისტორიის ანსამბლის შექმნისა და წლების განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ისაუბრეს, დააანონსეს ისრაელსა და ევროპაში დაგეგმილი გასტროლები და მომავალში მსმენელს ახალი სიმღერების პრემიერებს დაჰპირდნენ.

ვრცლად შეიტყობთ ინტერვიუდან…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები