საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ლეგალური დასაქმებით, კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში, თვეში შრომითი ანაზღაურების სახით სულ მცირე 5300 შეკელს მიიღებენ. აღნიშნული თანხა 2021 წლის 11 აპრილის კურსის შესაბამისად, 1610 აშშ დოლარის ექვივალენტს შეადგენს, ხოლო, კვირაში 58 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში – ანაზღაურება 8023 შეკელია, რაც დაახლობით 2440 აშშ დოლარია თვეში. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შეგახსენებთ, დღეიდან, ანუ 12 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: http://workabroad.moh.gov.ge/
სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ.
2021 წლის განმავლობაში, ისრაელში საქართველოს 1000 მოქალაქის დასაქმებაა დაგეგმილი.