LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელის თავდაცვის ძალები: მოვუწოდებთ ალ-შიფას საავადმყოფოში მყოფ „ჰამასის“ ყველა ტერორისტს, ჩაგვბარდნენ

160
Untitled design (1)

ისრაელის თავდაცვის ძალები ალ-შიფას საავადმყოფოში მყოფ „ჰამასის“ ყველა ტერორისტს მოუწოდებს, ჩაბარდნენ. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, სადაზვერვო ინფორმაციისა და ოპერატიული აუცილებლობის საფუძველზე, ისრაელის თავდაცვის ძალები ახორციელებენ ზუსტ და მიზანმიმართულ ოპერაციას „ჰამასის“ წინააღმდეგ შიფას ჰოსპიტალში მითითებულ ტერიტორიაზე.

„IDF ახორციელებს სახმელეთო ოპერაციას ღაზაში ჰამასის დასამარცხებლად და ჩვენი მძევლების გადასარჩენად. ისრაელი ომობს ჰამასთან და არა ღაზაში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობასთან.

IDF ძალებში შედიან სამედიცინო გუნდები და არაბულ ენაზე მოლაპარაკებები, რომლებმაც გაიარეს სპეციალური ტრენინგი ამ რთული და მგრძნობიარე გარემოსთვის მოსამზადებლად, იმ განზრახვით, რომ ზიანი არ მიაყენონ მშვიდობიან მოსახლეობას, რომლებსაც ჰამასი ადამიანურ ფარად იყენებს. ბოლო კვირების განმავლობაში, IDF საჯაროდ აფრთხილებდა არაერთხელ, რომ ჰამასის მიერ შიფას ჰოსპიტლის სამხედრო გამოყენება საფრთხეს უქმნის მის დაცულ სტატუსს საერთაშორისო კანონმდებლობით და მისცა საკმარისი დრო საავადმყოფოს უკანონო ბოროტად გამოყენების შესაჩერებლად.

IDF-მ ასევე ხელი შეუწყო საავადმყოფოს ფართომასშტაბიან ევაკუაციას და რეგულარულ დიალოგს აწარმოებდა საავადმყოფოს ხელისუფლებასთან“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.