აღმოსავლეთ იერუსალიმში, იუდეა და სამარიას რიგ ქალაქებში ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელ ექსტრემისტებს შორის შეტაკებები დაიწყო.
არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალადობისკენ მოწოდებები გააკეთეს აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „იერუსალიმი პალესტინაა“, „მოვკვდებით ალ-აქსასთვის“. ისრაელის პოლიციამ ძალების მობილიზიბა მოახდინა იმ ადგილებში, სადაც შეტაკებებს ადგილი აქვს.
ექსტრემისტურად განწყობილი დემონსტრანტები პოლიციელებს ქვებს ესვრიან. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.