ისრაელი კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ სამგზავრო შეზღუდვებს კიდევ ახანგრძლივებს, ამჯერად 22 დეკემბრამდე.
ამჟამად, ისრაელში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა აკრძალულია. ამასთან, უცხო ქვეყნიდან დაბრუნებული ისრაელის ყველა მოქალაქე ვალდებულია, PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მიღებამდე თვითიზოლაციაში იყოს.
ბოლო მონაცემებით, ისრაელში „ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირების 21 შემთხვევაა დადასტურებული.