ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის ავიაიერიშებს, გასული კვირის ორშაბათიდან, 212 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მათივე ცნობით, დაღუპულებს შორის 61 ბავშვი და 36 ქალია.
ამასთან, ისრაელი აცხადებს, რომ ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად 10 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა.
ისრაელის არმიის ინფორმაციით, გასული კვირის ორშაბათიდან „ჰამასმა“ და სხვა პალესტინურმა დაჯგუფებებმა ისრაელის მიმართულებით 3 350 რაკეტა გაუშვეს, მათგან 200 – მხოლოდ გუშინ.
ისრაელის არმიაში ასევე აცხადებენ, რომ მათ მიერ განხორციელებული საჰაერო და საარტილერიო შეტევების შედეგად სულ მცირე 130 პალესტინელი მებრძოლია მოკლული.