სოციალურ ქსელში ვრცელდება ექიმ ანი ქავთარაძის სტატუსი, სადაც ის საუბრობს იმის შესახებ, რომ ცნობილი გრიპის ვირუსი, ე.წ. „ისპანკა“, ანუ ესპანური ვირუსი, რომელმაც პანდემია გამოიწვია და 1918-1920 წლებში ოფიციალური სტატისტიკით 20 მილიონი ადამიანი შეიწირა (არაოფიციალურად კი ორჯერ მეტი) და H1N1, ანუ ე.წ. „ღორის გრიპი“ ერთი და იგივეა.
როგორც პოსტის ავტორი წერს:
„1918-1920 წლებში იყო პანდემია, რომლის გამომწვევიც გახლდათ H1N1, მას ისპანკასაც (ესპანური გრიპი) უწოდებდნენ. პირველი შემთხვევები ესპანეთში დაფიქსირდა, სახელიც აქედან მომდინარეობს. მან მოიცვა დედამიწის მოსახლეობის თითქმის 70%, მათ შორის საქართველო‼სიკვდილობის მაჩვენებელმა კი თითქმის 50 მილიონს მიაღწია.
➡ვირუსები და ბაქტერიები ყოველთვის თანაარსებობდნენ ადამიანის გვერდით, განიცდიდნენ მუტაციას და რიგ შემთხვევებში ასნებოვნებდნენ კიდეც თავად ადამიანს.
➡ გრიპის ან ნებისმიერი სხვა ვირუსი დღეს არ შექმნილა, ექსკლუზიურად საქართველოსთვის.
➡ დიდი ალბათობით ადამიანთან ერთად შეიქმნა, ლუგარის ლაბი ღრმა რწმენით არ იქნებოდა იმ დროისათვის:))
➡გრიპის ვირუსს ამერიკა არ გვიგზავნის 🙂
➡იმ დროს არ არსებობდა ვაქცინა, პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე საშუალებები,არც გამომწვევი იცოდნენ ზუსტად. ლეტალობაც ძალიან მაღლი იყო.
➡ ბანანით არც გრიპის ვირუსის გავრცელება ხდება და არც შიდსის‼
➡ ვირუსს არ კურნავს არც წყალბადის ზეჟანგი და არც ბორის მჟავა‼
➡ ვირუსის პრევენციის ერთერთი უმნიშვნელოვანესი გზა ვაქცინაციაა.
გისურვებთ ჯანმრთელობას“