LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისნის საოლქო კომისიასთან სიტუაცია კვლავ დაიძაბა

96
isani

ისნის მე-5 საოლქო კომისიასთან ვითარება დაძაბულია. საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

დაკავებას წინ უძღოდა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება. დაკავებას წინ უძღოდა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება. აქტივისტები საარჩევნო კომისიის შენობაში შესვლას და საჩივრების განხილვაზე დასწრებას მოითხოვდნენ, თუმცა ამის უფლება პოლიციამ არ მისცა.

შსს: საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამი პირია დაკავებული

თბილისსა და რეგიონებში, საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომების პარალელურად ოპოზიციის წარმომადგენლების აქციები მიმდინარეობს. ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო ადმინისტრაციებს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ და სხდომებზე დასწრებას ითხოვენ.

საოლქო კომისიის შენობებთან მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას აკეთებს 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები