LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისნის მაჟორიტარი დეპუტატი ვაზისუბანში მომხდარ შემთხვევაზე – ამ კორპუსიდან ლიფტის შეკეთება-რეაბილიტაციაზე არავის მოუმართავს

171
123

თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე ვაზისუბანში იმყოფებოდა, სადაც ლიფტის შახტაში ცოლ-ქმარი დაიღუპა, შემთხვევა, სავარაუდოდ, ლიფტის გაუმართაობის გამო მოხდა.

თბილისში, ლიფტის შახტაში ცოლ-ქმარი ჩავარდა – ორივე ადგილზე დაიღუპა

როგორც კახა ლაბუჩიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება და მის დასრულებამდე მომხდარის ზუსტ მიზეზებზე ვერ ისაუბრებს.

„ჩვენ გვაქვს ის ინფორმაცია რაც მოხდა. დიდი ტრაგედიაა, დაიღუპა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. ველოდებით გამოძიებას, რომელიც მალე დასრულდება და ზუსტ მიზეზს გვეტყვის. არ ვიცი, ლიფტი მწყობრიდან იყო თუ არა გამოსული. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მოხდა ლიფტის გაუმართაობის გამო. ის, ინფორმაცია რაც ვრცელდება, რომ თითქოს ლიფტთან დაკავშირებით გამგეობას მიმართეს ადგილობრივებმა და გამგეობის მხრიდან რეაგირება არ იყო, ტყუილია. აქ ოთხი სადარბაზოა და ამ კორპუსიდან არცერთი ლიფტის შეკეთებაზე, რეაბილიტაციაზე მომართვიანობა არ ყოფილა“, – აცხადებს კახა ლაბუჩიძე.

გარდაცვლილთა ცხედრები ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: ინტერპრესნიუსი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები