„ადამიანის ორგანიზმში, შესაძლოა, ბრმა ნაწლავს უფრო მეტი დადებითი ფუნქცია ჰქონდეს, ვიდრე მომავალში პრეზიდენტს ექნება, წარმოდგენილი კონსტიტუციის ფარგლებში“ – ასე უპასუხა დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ კონსტიტუციაში პრეზიდენტის თავით გათვალისწინებულ დებულებებზე უმრავლესობის განწყობაზე.
ლორთქიფანიძის თქმით, ის ფუნქციები, რაც პრეზიდენტს ჰქონდა აქამდე, გადადის ამ ქვეყნის რეალური პოლიტიკოსის – პრემიერის ხელში.
„ისმის კითხვა, ცნობილი ქართული მხატვრული ფილმიდან, რა სარგებლობა მოაქვს პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციის ფარგლებში. მე ამ კითვაზე სარგებელთან დაკავშირებით, გარდა ფილმში გაცემული ბოლო პასუხისა, ვერაფერს ვიტყვი,“ – აცხადებს ლორთქიფანიძე.