აშშ-მა პარტნიორებთან ერთად ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ 99% გაანადგურა. ამის შესახებ მაიკ პომპეომ ჟურნალისტებს განუცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ აღორძინება ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს მოხდა და ახლანდელი მთავრობა უზრუნველყოფს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.
„ჩვენ გავანადგურეთ ხალიფატის 99%. ეს უნდა იყოს ყველა ამბის პირველი წინადადება, სწორია? ყველა ეთანხმება? ვინმე არ ეთანხმება ფაქტებს? ეს იყო ძალიან წარმატებული კამპანია და ჩვენ მას მრავალ კარგ პარტნიორთან ვაწარმოებდით. აშშ-მა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, თუმცა ამის მიღწევაში ბევრი მეგობარი დაგვეხმარა“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.
19 დეკემბერს დონალდ ტრამპმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა და ჯარების გაყვანა ბრძანა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ სირიაში ტერორისტების ნარჩენებზე ახლა სხვა ქვეყნებმა, მათ შორის თურქეთმა უნდა იზრუნოს.