Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“ისლამური სახელმწიფო” – პარიზში განხორციელებული თავდასხმა მომავალი კოკისპირული წვიმის პირველი წვეთია – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ისლამური სახელმწიფო” – პარიზში განხორციელებული თავდასხმა მომავალი კოკისპირული წვიმის პირველი წვეთია

42

“ისლამურმა სახელმწიფომ” პარიზში განხორციელებული თავდასხმების შესახებ რუსულენოვანი აუდიო და ტექსტობრივი მასალა გაავრცელა სათაურით, “ოფიციალური განმარტება კურთხეული თავდასხმის შესახებ ჯვაროსნულ საფრანგეთზე”.

განცხადების თანახმად, “მორწმუნეებმა სახალიფოს მეომართა რიგებიდან, მრუშობისა და სიბილწის დედაქალაქზე, პარიზზე ილაშქრეს, რომელიც ევროპაში ჯვაროსნების დროშის მატარებელია”.
“8 ძმა, ასაფეთქებელი ქამრებითა და ავტომატებით, მივიდა იმ ადგილებში, რომელიც დედაქალაქის გულში, წინასწარ, გულდასმით შეირჩა. ამ ადგილებს შორის სტადიონი “სტად დე ფრანსია”, სადაც იმ მომენტში გერმანიასა და საფრანგეთის მატჩი მიმდინარეობდა და რომელსაც ფრანგი იდიოტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა, ასევე თავდასხმა განხორციელდა “ბატაკლანის” საკონცერტო დარბაზზე, სადაც ათასობით წარმართი მრუშობის დღესასწაულზე შეიკრიბა. ამავდროულად, განხორციელდა თავდასხმები სხვა სამიზნეებზე ქალაქის მე-10, მე-11 და მე-18 რაიონებში”, – ნათქვამია განცხადებაში.
“ისლამური სახელმწიფოს” ცნობით, მას შემდეგ, რაც თავდამსხმელებს ტყვია-წამალი გაუთავდათ, “ურწმუნოთა ბრბოში” თავი აიფეთქეს.
“იცოდეს საფრანგეთმა და ყველამ, ვინც მის კვალდაკვალ მიდის, რომ ისინი “ისლამური სახელმწიფოს” მთავარ სამიზნეებად დარჩებიან. თქვენ სიკვდილის სუნს იქამდე იგრძნობთ, სანამ ჯვაროსნების კოალიციაში ხართ, სანამ ჩვენს წინასწარმეტყველს (მშვიდობა მას და ღვთის კურთხევა) ლანძღავთ, სანამ ამაყობთ თქვენი ომით ისლამის წინააღმდეგ საფრანგეთში და ავიადარტყმებით სახალიფოს მიწებზე. არადა ეს თვითმფრინავები პარიზის ქუჩებში ვერ დაგიცავენ”, – ნათქვამია განცხადებაში.
“ისლამური სახელმწიფოს” ცნობით, პარიზში განხორციელებული თავდასხმა “მომავალი კოკისპირული წვიმის პირველი წვეთია”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები