LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ისლამური სახელმწიფო” ევროპის პლაჟებზე ტერაქტებს გეგმავს

96

„ისლამური სახელმწიფოს“ წევრები ზაფხულში ევროპის კურორტებზე ტერაქტებს გეგმავენ, ინფორმაციას იტალიის სადაზვერვო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ჯიჰადისტები პლაჟებზე ნაყინისა და მაისურების გამყიდველებად შევლენ, შემდეგ კი პლაჟებზე ხალხს დახოცავენ.

ამის შესახებ იტალიის სადაზვერვო სამსახურს აფრიკიდან სანდო წყარომ აცნობა.

გამოცემა BILD წერს, რომ ტერორისტები გეგმავენ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას, ხალხით სავსე ადგილებში თავის აფეთქებას და ბომბების ქვიშაში დამალვას.

BILD-ის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფო“ ტერაქტებს რამდენიმე ქვეყნის პლაჟებზე, მათ შორის – საფრანგეთის, ესპანეთის და იტალიის კურორტებზე აპირებს. ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გამოცემასთან აცხადებს, რომ პლაჟების დაცვა შეუძლებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები