„ისლამური სახელმწიფო“ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს, 4 ივლისს ლონდონის „ჰითროუს“, ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტისა და და ნიუ-იორკის კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის აფეთქებით იმუქრება, ინფორმაციას „ინდეფენდენთი“ ავრცელებს.
ჯიჰადისტების მუქარის გამო ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა, ტარიკ აჰმადმა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველები უსაფრთხოებას მაქსიმალურად უზრუნველყოფენ.
„ყველა ყურადღებით უნდა ვიყოთ ტერორიზმის გლობალური საფრთხის მიმართ. გაერთიანებულ სამეფოში ავიაციის უსაფრთხოებას მაქსიმალურად ვაკონტროლებთ და ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ რისკები შევამციროთ,“ – აღნიშნა მინისტრმა.