ჩვენი დირექტივა ტერორისტულ სამიზნეებზე იერიშის გაგრძელებაა. ისრაელის თავდაცვის ძალები კარგად მოქმედებს, დღეს “ისლამური ჯიჰადის” კიდევ ერთი მეთაურია ლიკვიდირებული, – აცხადებს ისრაელის პრემიერმინისტრი.
ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს ჰამასის ცენტრალურ ინფრასტრუქტურაზე. მათივე განცხადებით, ღაზაში 150 ტერორისტია მოკლული.
ჩვენ გავაგრძელებთ ისე მოქმედებას, როგორც საჭიროა ისრაელის ყველა მცხოვრებისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად” – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელსა და პალესტინას შორის ესკალაციაზე დღეს იმსჯელებენ. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართება.
ამასთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმაცეცხლის შეწყვეტისადმი მხარდაჭერა გამოხატა. ამასთან, ბაიდენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი განურჩეველი სარაკეტო თავდასხმებისგან.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 212 პალესტინელი, მათგან 61 ბავშვია. დაშავდა 1,500 ადამიანი. ისრაელის მხარეს კი 10 დაღუპულია, მათგან 2 ბავშვი.