„ისლამურ სახელმწიფოს” საკუთარი სოციალური ქსელი აქვს. ინფორმაციას საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
ექსტრემისტული მედია-პლატფორმა გასულ კვირას, ინტერნეტში ექსტრემიზის წინააღმდეგ, ევროპოლის სპეცოპერაციის შედეგად გამოვლინდა.
„აღმოვაჩინეთ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის, ახალი ინტერნეტ-პლატფორმის საშუალებით რადიკალი ისლამისტები საკუთარი იდეების პოპულარიზებას და გავრცელებას ახდენენ. ეს ადასტურებს, რომ რადიკალი ისლამისტები ინტერნეტსივრცეში ინოვაციების გამოყენებას განაგრძობენ“, – განაცხადა ლონდონში უსაფრთხოების კონფერენციაზე ევროპოლის დირექტორმა რობ უეინრაითმა.
25-26 აპრილს ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ევროპოლის სპეციალისტებმა 52 ონლაინ-პლატფორმაზე ორი ათასზე მეტი ექსტრემისტული შინაარსის მასალა გამოავლინეს და გაანადგურეს.