LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ისიამოვნეთ ერთმანეთთან კომუნიკაციით, რუსეთის გარეშე” – დატოვებს თუ არა ოკუპანტი ქვეყანა ევროსაბჭოს

78
1

რუსეთმა ევროსაბჭოს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 

რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მოსკოვი არ მიიღებს მონაწილეობას ნატოსა და ევროკავშირის მიერ, ევროპის საბჭოს დასავლური ნარცისიზმის პლატფორმად გადაქცევაში:

“მოვლენების მიმდინარეობა შეუქცევადი ხდება. რუსეთი არ აპირებს შეეგუოს კოლექტიური დასავლეთის მიერ განხორციელებულ ამ დივერსიულ ქმედებებს.

დაე, მათ ისიამოვნონ ერთმანეთთან კომუნიკაციით, ოღონდ რუსეთის გარეშე.

ევროკავშირსა და ნატოში რუსეთისადმი არამეგობრული ქვეყნები, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში თავიანთი აბსოლუტური უმრავლესობის ბოროტად გამოყენებით, განაგრძობენ ევროპის საბჭოსა და ევროპაში საერთო ჰუმანიტარულ-სამართლებრივი სივრცის განადგურებას”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კანონმდებლობის კომიტეტის თავმჯდომარე, ანდრეი კლიშასი აცხადებს, რომ რუსეთის გასვლა ევროპის საბჭოდან ქვეყნის მოქალაქეებზე  არ აისახება.

შეგახსენებთ, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროპის საბჭომ რუსეთის ორგანიზაციაში წევრობა შეაჩერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები