პარფიუმერული კომპანია ”ისი-პარი” მომხმარებელს ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, 13 და 14 თებერვალს, მსოფლიოს ცნობილი ბრენდების ყველა პროდუქციაზე, 20%-დან 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.
როგორც “ფორტუნას” კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა ხატია შამუგიამ განუცხადა, ზემოთ აღნიშნულ ფასდაკლებებთან ერთად მომხმარებელი კომპანიისგან კიდევ უამრავ საჩუქარსა და სიურპრიზს უნდა ელოდოს.
მისივე ინფორმაციით, ”ისი-პარი” საკუთარ მომხმარებლებს სხვადასხვა ფასდაკლებებით ხშირად ანებივრებს.