LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იშვიათი ვიდეო არქივიდან: როგორ იქმნებოდა საქართველოს პატრიარქის „კირიე ელეისონ“

1415
პატრიარქი

სვიმონ ჯანგულაშვილი აქვეყნებს იშვიათ ვიდეოს აქრივიდან, სადაც ჩანს, როგორ მუშაობენ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მიერ შექმნილ ბრწყინვალე კომპოზიციაზე „კირიე ელეისონ“ მუსიკოსები უწმინდესთან ერთად.

გთავაზობთ სვიმონ ჯანგულაშვილის სტატუსს:

„2004 ან 2005 წელი. “კირიე ელეისონ”-ზე მუშაობა. მანამდე ნოტებში ჩავწერეთ, და აქ პირველი შესრულება ვოკალთან და ფორტეპიანოსთან (ანუ ჩემთან ?)

პაატა ცეცხლაძე, გიორგი დონაძე, იღებს მამა დავით ჭინჭარაული. ქალბატონი მანანა შარაშიძე.

შემდეგ ზვიად ბოლქვაძემ გააკეთა საგუნდო არანჟირება… თავდაპირველად ამ საგალობელს, ანგელოზური ხმით საოცრად გალობდა პატარა სოლისტი – სოლომონ გაგუა (გარდატეხის ასაკი ვიდრე დაუდგებოდა ? ) შემდეგ უწმინდესმა თქვა, მარიამმა (როინიშვილმა) იგალობოს ხოლმეო… დღეს ასევე შესანიშნავად ეკა კიკნაველიძე, ქეთი ქართველიშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, თეონა დვალი, მეგი ჩიხრაძე, ნატალია ქუთათელაძე და სხვები ასრულებენ ხოლმე… ზვიადმა გააკეთა შესანიშნავი ვერსია ქალთა გუნდისთვის, რომელსაც ღვთიურად ასრულებდა შალვა მოსიძე, ეკა კიკნაველიძე და გორის ქალთა გუნდი და დღესაც ასევე ასრულებენ. და ასევე სხვა ქალთა გუნდებიც…

პატრიარქის ეს საგალობელი და მისი “ავე მარია” 21-ე საუკუნის ქართული სასულიერო მუსიკის მარგალიტებად დარჩება მუსიკის ისტორიაში. პატრიარქის გული და სინათლე ყველაზე მეტად ალბათ მის ამ ქმნილებებში ჩანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები