LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იშვიათი სიღრმის, მოაზროვნე და უაღრესად გულისხმიერი ადამიანი წავიდა, ბოლო წუთამდე იბრძოლა“ – ჟურნალისტ ირმა კახურაშვილს მეგობრები ემშვიდობებიან

2923
fot

გუშინ, 4 სექტემბერს სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა სამწუხარო ინფორმაცია ჟურნალისტ ირმა კახურაშვილის გარდაცვალების შესახებ.

„წასვლა გადაწყვიტა ჩემმა მეგობარმა…მე ახლა მეგობარმკვდარი მქვია” – ჟურნალისტი ირმა კახურაშვილი გარდაიცვალა

ირმა კახურაშვილი თავის ტვინის სიმსივნესთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ დამარცხდა. ის მკურნალობას თურქეთში, სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა.

ირმა კახურაშვილს მეგობრები, ახლობლები და კოლეგები ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.

პაატა ვარდანაშვილი, ფოტოგრაფი:

„კახურ, როგორ გგულშემატკივრობდი და მჯეროდა გაიმარჯვებდი“

ლაშა ბერულავა, ჟურნალისტი:

„ძალიან, ძალიან მინდოდა გაემარჯვა…

აფორიაქებული ვათვალიერებდი ხოლმე მის პროფილს, მხარდამჭერ ჯგუფს, ვეძებდი ხელჩასაჭიდს…

ირმა კახურაშვილი წავიდა…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები