ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონის „ფეისბუქ“-გვერდი ავრცელებს ფოტოს, სადაც ასახულია „ნატვრის ხის“ გადაღება, კერძოდ, მზადება ბოლო სცენისთვის, სადაც ლიკა ქავჟარაძის გმირს, მარიტას, ვირზე უკუღმა შესვამენ და ტალახში ამოსვრილს ატარებენ.
ფილმი 1976 წელს რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ გადაიღო.
ექსპონატი, გვერდის ცნობით, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ამჟამად მიმდინარე გამოფენიდანაა, რომლის სახელწოდებაც გახლავთ „ქართული კინო“.
საგამოფენო პავილიონის მისამართია: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი#1.