საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა.
აღნიშნულ სიახლეს გიორგი კალანდია სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს, რომ „ქეთი დუმბაძემ ბოლო რამდენიმე წელიწადში თანამედროვე ქართული მწერლობისათვის ბევრი კარგი საქმე გააკეთა“.
„ქეთი დუმბაძეს ადრეული ახალაგაზრდობიდან ვიცნობ, შეიძლება ითქვას ის ჩემი ყრმობის მეგობარია, მაგრამ ამჟამად ეს არ არის მთავარი! ღირსშესანიშნავია ის რომ იშვიათად შემხვედრია ქეთისთანა კეთილშობილი, საქმეზე შეყვარებული და გაწონასწორებული ადამიანი, ქეთი გააბრაზო და მით უფრო წყობიდან გამოიყვანო წარმოუდგენელი მგონია…
ქეთიმ ბოლო რამდენიმე წელიწადში თანამედროვე ქართული მწერლობისათვის ბევრი კარგი საქმე აკეთა, მარტო მისი „ცოცხალი წიგნები“ რად ღირს! მინდა მივულოცო მწერალთა სახლის ხელმძღვანელობა, ვუსურვო წარმატება, ვიცი რომ ყველა გამოწვევას ღირსეულად გაართმევს თავს, ისიც ვიცი რომ რაც არ უნდა მოხდეს ქეთი ერთი წამით არ შედრკება და აიცრუებს გულს, რადგან ქეთის მამა, დიდი ნოდარ დუმბაძე წერდა: „სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული“ ჰოდა ამ გაჭირვებაში მტკიცედ დექ ჩემო ძვირფასო მეგობარო“, – წერს გიორგი კალანდაძე.
ქეთი დუმბაძეს ადრეული ახალაგაზრდობიდან ვიცნობ, შეიძლება ითქვას ის ჩემი ყრმობის მეგობარია, მაგრამ ამჟამად ეს არ არის…
Posted by Giorgi Kalandia • გიორგი კალანდია on Saturday, 12 August 2023