LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისევ ყაჩაღობა და ისევ ზუგდიდში: ამჯერად წაღებულია 1 000 ლარი

244
zugdidi

გუშინ, გვიან ღამით ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, წაღებულია 1 000 ლარამდე თანხა. “ოდიშინიუსის” ინფორმაციით, თავდამსხმელები მიიმალნენ, მანქანა კი, რომლითაც გამტაცებლები გადაადგილდებოდნენ, სამართალდამცავებმა დღეს დილით სოფელ ნარაზენში, უჩაშონას უბანში იპოვეს.

შს სამინისტროს განმარტებით, საქმეზე გამოძიება 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიული საგამოძიებო და სამძებრო სამუშაოები.

ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან კრიმინალური პოლიციის წამომადგენლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები