LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისევ წავაგეთ: აქაც სხვების იმედად

49

ქართველი სპორტსმენებისთვის ისევ წარუმატებელი გამოდგა დღევანდელი საოლიმპიადო დღე.

მძლეოსანმა ლაშა თორღვაიძემ სამხტომში საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ ივარგა – სამივე ცდა გააცუდა და ბუნებრივია ასპარეზობას გამოეთიშა.
ფინალში 12 სპორტსმენი გადავიდა.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში იაკობ ქაჯაია (130კგ) მეოთხედფინალში დამარცხდა.
ჩვენიანმა 0:5 დათმო რუს სერგეი სემიონოვთან. იმ შემთხვევაში, თუ რუსი ფინალამდე მიაღწევს, ქაჯაია რეპეშაჟში გადავა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსს მიიღებს.

მანამდე კი ქაჯაიამ ბრაზილიელ ედუარდ სოგომონიანი და უკრაინელი ალექსანდრ ჩერნეცკი დაამარცხა.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, მერვედფინალში დამარცხდა რობერტ კობლიაშვილი (85), რომელმაც დასანანად წააგო გერმანელ დენის კუდლასთან.
პირველი ქულა ჩვენიანმა მოიპოვა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 30 წამით ადრე მოწინააღმდეგემ შეძლო გათანაბრება. უპირატესობა კი ბოლოს მოპოვებულ ქულას ენიჭება და 1/4-ფინალში კუდლა გავიდა. გააგრძელებს თუ არა კობლიაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლას, კუდლას შედეგებზეა დამოკიდებული.
სასტარტო შეხვედრა კობლიაშვილმა მექსიკელ ალფონსო ანტინიო ლეივა იეპეს მოუგო.

733214ee9346f4956542f3cbeda0ef04

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები