LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისევ მონობა გვირჩევნია პასუხისმგებლობას, ისევ ვუყურებთ როგორ ასწორებენ კოსტუმიანი ადამიანები მწუხარე სახით ‘ვენოკზე’ ლენტს"

95
siraqlema-jafaridze-1-1530779758-1532954821

აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა ასობით ადამიანი, 30 ათასამდე ჩვენი მოქალაქე კი საკუთარ სამშობლოში დევნილი გახდა.

“გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წლის შემდეგ, ქვეყანაში არაფერი შეცვლილა.

“შარშან თუ შარშანწინ, 8 აგვისტოს პუტინის რუსეთს შევაგინე

არ მოსულაო, გინება ცუდიაო

არადა ამ დღეს სხვა არაფრის თქმა არ მინდა გულწრფელად

თქმაც არა, დაყვირება

ჰოდა აღარ დავწერ

მაგრამ აზრი არ შემიცვლია

არც განწყობა

არც ემოცია

პრობლემა ისაა რომ დღესაც, ისევე როგორც 11 წლის წინ, უსუსურები ვართ

რამე რომ იყოს, ისევ ისეთ გამოუვალ და სასოწარკვეთილ სიტუაციაში აღმოვჩნდებით

უსუსურობა და სასოწარკვეთა, და ამის გამო წარმოუდგენელი ბრაზი – ეს მახსოვს ყველაზე მძაფრად

და დღესაც იქ ვართ

ისევ უტვინოდ ვცხოვრობთ

ისევ რაღაცეების და ვიღაცეების იმედი გვაქვს

ისევ სისულელეებს ვაკეთებთ ვითომ პატრიოტული მოტივებით

ისევ საკუთარ ფეხებში ვისვრით და ვრჩებით ღატაკი

ისევ ‘თავისუფალი საქართველო’ გვინდა, მაგრამ საბჭოთა საქართველოს ვერ ველევით

ისევ მონობა გვირჩევნია პასუხისმგებლობას

ისევ ვუყურებთ როგორ დადიან კოსტუმიანი ადამიანები დაღუპული ჯარისკაცების საფლავებზე

და მწუხარე სახით ასწორებენ ‘ვენოკზე’ ლენტს”- წერს ზურა ჯაფარიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები