LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ისეთი არაფერია, რასაც ვერ მოვაგვარებთ” – პუტინი სანქციებზე

132
პუ

რუსეთის პრეზიდენტი დაწესებულ სანქციებს ეხმაურება და ცდილობს, რუსეთის მოქალაქეები და პირველ რიგში, ალბათ საკუთარი თავი დაამშვიდოს. ის თვლის, რომ აქ მოუგვარებელი არაფერია.

რუსეთის სამთავრობო არხზე გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს,რომ სანქციები „არამეგობრული ნაბიჯებია“ რუსეთისა და მისი ეკონომიკის წინააღმდეგ.

ხალხი მიხვდება, რომ არ არსებობს ისეთი რამ, რასაც ჩვენ ვერ მოვაგვარებთ“, – ამტკიცებს პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, არ ეპარება ეჭვი, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მაინც შემოიღებდნენ.

„დიახ, რა თქმა უნდა, ამას ახლა აქვს კომპლექსური ხასიათი და წარმოქმნის ჩვენთვის გარკვეულ კითხვებს, პრობლემებს, სიძნელეებს, მაგრამ ჩვენ ისე, როგორც წინა წლებში, ვლახავდით ამ სიძნელეებს, ახლაც გადავლახავთ. საჭიროა ამ პერიოდის გავლა. ეკონომიკა, რა თქმა უნდა, ადაპტირდება ახალ სიტუაციასთან“ , – განაცხადა პუტინმა.

ის ამტკიცებს, რომ რუსეთი ენერგომომარაგებასთან დაკავშირებულ თავის ვალდებულებებს კვლავ ასრულებს და ფასების ზრდაში დამნაშავე არ არის.

„ეს მათივე არასწორი გათვლების ბრალია“ – რუსეთის პრეზიდენტი ხელს ისევ დასავლეთისკენ იშვერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები