საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლე, ნინო ჟვანია თიანეთის ყოფილი მერისა და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, თამაზ მეჭიაურის გარდაცვალებას ემოციური პოსტით ეხმიანება სოციალურ ქსელში.
“ისეთ დროს დამიდგა გვერდით, ზოგი სათოფეზე გაკარებას რომ ვერ ბედავდა.
ზურას დროს არც ვიცნობდი. გაკვირვებული დავრჩი მისი კაცობით. ღმერთმა გაანათლოს მისი სული”, – წერს ნინო ჟვანია.
პოლიტიკოსი თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა. ის კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. თამაზ მეჭიაური მკურნალობას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.