LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ისე უნდა იცხოვრო შენს ხსენებაზე ადამიანში რაღაც შეირხეს – მჯერა ანიტამ ასე იცხოვრა” – ანიტას ბებია

499
2723c8fd4f08213e2f6dd425883cc423

მძიმე დაავადების შედეგად გარდაცვლილი ანიტა ფაცაციას ბებია, თამუნა გლურჯიძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. ის წერს, რომ ანიტას დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს, ისევ ანიტას მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ატანინებს.

“მწერალმა ისე უნდა წეროს, როგორც სუნთქავს და შენც ამ სუნთქვის რიტმში უნდა აგაფორიაქოს;
მსახიობმა ისე უნდა ითამაშოს, შენი ცხოვრება დაგავიწყოს და მისი ცხოვრებით გაცხოვროს;
მომღერალმა ისე უნდა იმღეროს, თავისი ხმა სრულიად სამყაროს სივრცეში გააზავოს და რეალობა დაგავიწყოს;
მხატვარმა ისე უნდა ხატოს, ტილოს მიღმიერში შეგიტყუოს და გაბოდიალოს;
ადამიანმა ისე უნდა იცხოვროს, თავისი თავი და სამყარო შეიგრძნოს, შეიმეცნოს, ერთიანად აქციოს და ისეთი ენერგეტიკა დაატრიალოს და დატოვოს, შენი და სხვათა ცხოვრების, გონის, სულის, სუნთქვის ნაწილად იქცეს – მას რომ ახსენებენ, შენში შეირხეს რაღაც.
მე მჯერა, რომ ანიტამ ასე იცოცხლა და ეს მაძლებინებს,”-წერს თამუნა გლურჯიძე სოციალურ ქსელში.

2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ცი­ას, უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბა დი­ლა­ტა­ცი­უ­რი კარ­დი­ო­მი­ო­პა­თია და­უდ­გი­ნდა. მას გუ­ლის გა­და­ნერგვა ­ესაჭიროებოდა.

პატარა გოგონას გადასარჩენად მთელი საქართველო გაერთიანდა, თუმცა ანიტას ორგანიზზმა ვერ გაუძლო. პატარა 2020 წლის 31 იან­ვარს გარ­და­იც­ვა­ლა.

ანიტა სიკეთის კეთებას გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებს. მისი სახელით სოციალურ ქსელში გვერდია შექმნილი, რისი მეშვეობითაც ანიტას მშობლები ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს ეხმარებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები