Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„ისე გადამიღე, მიხვდეს, ვინ დაკარგა!“ – შაკირა ახალ ფოტოსესიაში ისეთი მშვენიერია, როგორც არასდროს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისე გადამიღე, მიხვდეს, ვინ დაკარგა!“ – შაკირა ახალ ფოტოსესიაში ისეთი მშვენიერია, როგორც არასდროს

431
page

„ბილბორდის“ დაჯილდოების ტრიუმფატორმა შაკირამ გამოცემის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. გადაღებები სასტუმროს ლიფტებსა და დერეფნებში გაიმართა. ახალ ფოტოებში არტისტს ტყავის ორეული, მოკლე კაბა და „ბოტფორდები“ აცვია.

„ისეთი ფოტოებია, თითქოს ამბობს, ისე გადამიღე, მიხვდეს, ვინ დაკარგაო!“, „ასეთი სასურველი შაკირა ჯერ არასდროს ყოფილა“, – წერენ კომენტარებში.

„მინდოდა, საყვარელ მამაკაცთან ერთად დავბერებულიყავი“ – შაკირას მორიგი სულისშემძვრელი ინტერვიუ

შეგახსენებთ გასულ თვეს კოლუმბიელმა „არტისტმა“ „ბილბორდს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც დედობასა და პიკესთან განშორებაზე ისაუბრა.

„მარტოხელა დედობა რთული აღმოჩნდა… ბედნიერთა კლუბში კონკრეტული ადამიანები ხვდებიან, რომელთა შორისაც მე ამჟამად არ აღმოვჩნდი. განქორწინების შემდეგ ჩემმა მუსიკამ თითქოს ახალი სიცოცხლე შეიძინა. როცა შენი ცხოვრების ერთი ნაწილი ცუდად მიდის, წარმატებას მეორეში აღწევ, ეს მათემატიკასავითაა. ჩემი შვილების გამო ცხოვრება უნდა გავაგრძელო, ისინი ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია არიან.

თუმცა, ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ჩემი შვილების მათ მამასთან ერთად აღზრდა იყო, სულ მინდოდა, საყვარელ მამაკაცთან ერთად დავბერებულიყავი, ეს ასე არ მოხდება. მე გავიარე რამდენიმე ეტაპი: უარყოფა, ბრაზი, ტკივილი, იმედგაცრუება, ისევ ბრაზი და ისევ ტკივილი. ახლა შეგუების ეტაპზე ვარ. ჩემი პრიორიტეტი მუდამ იყო ოჯახი, მე მჯეროდა ფრაზის, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“, – აცხადებს შაკირა.

„მე მჯერა ფრაზის, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“ – შაკირას ცეცხლოვანი ფოტოსესია „ვერსაჩეს“ რეზიდენციიდან

 

View this post on Instagram

 

A post shared by Shakira (@shakira)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები