Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ისანში 25-ზე მეტი უნებართვო მშენებლობა აღმოაჩინეს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისანში 25-ზე მეტი უნებართვო მშენებლობა აღმოაჩინეს

91

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ისნის რაიონში, მელაანის ქუჩაზე 25-ზე მეტი უნებართვო მშენებლობა გამოავლინა.

ადგილზე დღეს მოსახლეობას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი და ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე შეხვდნენ.

როგორც ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, მოსახლეობას გონივრული ვადა მიეცა, რათა უკანონო ნაგებობების დემონტაჟი თავად მოახდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, განონით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები გატარდება.

„ჩვენი ერთ-ერთი დაპირება იყო და აქტიურად ვმუშაობთ, რომ ოჯახები, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ სახლებში, თაობები გაზარდეს, მაგრამ გარკვეული ბიუროკრატიული მიზეზების გამო ქონების რეგისტრაცია ვერ მოახერხეს, საცხოვრებელი ფართები პერიოდულად დაუკანონდეთ, მაგრამ აქ სრულიად განსხვავებული შემთხვევაა, როდესაც ქაოსურად, ყოველგვარი ნებართვის გარეშეა აშენებული ნაგებობები. ვესაუბრეთ მოსახლეობას, მივცემთ გონივრულ ვადებს და შესაბამისი ღონისძებები გატარდება“, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

გიორგი ბაგრატიონის განცხადებით, შენობის ე.წ. მესაკუთრეებმა ზედამხედველობის სამსახურისგან გაფრთხილება მიიღეს. უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით კი,  კონტროლი გამკაცრდება და თბილისის მასშტაბით, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობა 10 000 ლარით დაჯარიმებას იწვევს და შენობა დემონტაჟს ექვემდებარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები