LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის ვიზაჟისტს ემუდარებოდა…“ – ჯინა დევისი ბრეტ პიტთან პიკანტურ სცენას იხსენებს

165
page

66 წლის ჯინა დევისვმა ბიოგრაფიული წიგნი, „მოკვდე თავაზიანობისგან“ დაწერა და გამოცემა The Sun-თან თავისი ნაშრომიც განიხილა. ამჯერად ჯინამ 1991 წელს გამოსული ფილმი, „ტელმა და ლუიზა“ გაიხსენა, სადამ მას პარტნიორობას სიუზან სარანდონი და ბრედ პიტი უწევენ.

აღსანიშნავია, რომ ფილმში ის პიტთან პიკანტურ სცენაში იღებს მონაწილეობას. ინტერვიუში მან სწორედ ეს ეპიზოდი მოყვა.

„ბრედი საკუთარ გარეგნობას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა. ერთ-ერთ სცენაში, სადაც ის შიშველია, მან უეცრად აღმოაჩინა, რომ ბარძაყზე ხალი ჰქონდა, ის ვიზაჟისტს ემუდარებოდა, ხალი დაეფარა და სანამ ეს არ მოხდა, ბრედმა ტანისამოსი არ გაიხადა“, – იხსენებს ჯინა.

სხვათა შორის, ფილმის გამოსვლიდან უკვე 30 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ფილმის მთავარი გმირები, 75 წლის სიუზან სარანდონი და 66 წლის ჯინა დევისი ლოს-ანჯელესში შეიკრიბნენ და ფოტოსესიაშიც მიიღეს მონაწილეობა.

ფოტო: 74 წლის სიუზან სარანდონისა და 65 წლის ჯინა დევისის ამბორი – „ტელმა და ლუიზას“ გამოსვლიდან 30 წელი გავიდა

აღნიშნული ფილმის შესახებ ისაუბრა თავად ბრედმაც, რომელმაც ფილმის რეჟისორს, რიდლი სკოტსა და ჯინას დიდი მადლობა გადაუხადა. მან გაიხსენა, რომ შესარჩევ კასტინგზე 5 მსახიობს შორის მოხვდა, ერთ-ერთი მათგანი კი ჯორჯ კლუნი გახლდათ. სწორედ ჯინამ გაუწია რეკომენდაცია ბრედს და სკოტმაც სწორედ ის აირჩია.

„მსურს სიბერეს გავექცე“ – ბრედ პიტი თავის მოვლის საშუალებების ბრენდს უშვებს და „ბიუთი“ ჩვევებზე საუბრობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები